ივანიშვილმა წასვლის წინ "ოცნებაში" შიდა კონფლიქტები იწინასწარმეტყველა – გუნდის პასუხი

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილისგან მიტოვებულ "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება. თავად ბიძინა ივანიშვილი კი ამბობს, რომ მისი წასვლის შემდეგ არ გამორიცხავს პარტიაში შიდა დაპირსიპირება დაიწყოს.

"აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც იღებდა "ქართული ოცნება" ეს იყო ჯანსაღი პოლემიკის შედეგი, ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ესეც აღნიშნა, თავის ინტერვიუში, რომ სწორედ ამ პრინციპების დაცვით ხდებოდა ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, ცხადია ჩვენ მომავალშიც. ერთობა "ქართული ოცნების" გუდნის, იქნება კიდევ უფრო ძლიერი." – ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი

პარლამენტში ოცნების წარმომადგენლების თქმით, ბიძინა ივანიშვილის პირადი ფაქტორი პარტიისთვის მნიშვნელოვანი იყო და ყველაფერს გააკეთებენ რომ მისი წასვლა არ დაეტყოთ. 

"პირადი ფაქტორი, ბიძინა ივანიშვილის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, ეს იმთავითვე ასეა და ასე მოდის 2011 წლიდან. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ამ პროცესმა არ ავნოს სამომავლო გეგმებს. ამ ეტაპზე არანაირი დაპირისპირება არ არსებობს" , –ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე 

პატარა არავინ არ არის – ვოლსკის პასუხი ივანიშვილის ფრაზაზე "არ დამირეკოთ". 

"ოცნებას" ივანიშვილი საჯაროდ გამოემშვიდობა –  "ქართული ოცნების" მხარდამჭერი არ ვიქნები - ბიძინა ივანიშვილი

მას უნდა დაუსვათ ეს კითხვები - გიორგი კვირიკაშვილი ივანიშვილის წასვლა-არწასვლაზე .

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი