პანდემიამ დამანგრეველი ზეგავლენა იქონია ეკონომიკაზე - HRW 2020 წლის საქართველოზე

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოზე მომზადებულ 2020 წლის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის ერთი ნაწილი კორონავირუსსა და ადამიანის უფლებებს ეხება. 

დოკუმენტში აღწერილია ის საგანმანათლებლო და ეკონომიკური ზარალი, რომელიც ქვეყანას პანდემიამ მოუტანა; ამასთან, ყურადღებაა გამახვილებული ანტიკრიზისულ გეგმაზე და ანგარიშში ისიც წერია, რომ მას ოპოზიცია ამომრჩეველზე მანიპულაციის მექანიზმად განიხილავს.

"ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, აეროპორტები და საზღვრები ჩაიკეტა, ქვეყნის შიგნით  გადაადგილება შეიზღუდა და ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურა, რაც დაახლოებით 600,000 სკოლის მოსწავლეს შეეხო... პანდემიამ დამანგრეველი ზეგავლენა იქონია ეკონომიკაზე, რომელიც მეორე კვარტალში 16%-ზე მეტით შემცირდა, რამაც უმუშევრობის და სიღარიბის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ხელისუფლებამ აპრილში 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა... ოქტომბერში დანიშნულ არჩევნებამდე 3 თვით ადრე ხელისუფლებამ 132 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარების შესახებ განაცხადა, რაც სოციალური დახმარების გაცემასაც მოიცავდა. ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფებმა ხელისუფლების ეს ნაბიჯები „ამომრჩეველთა მოსაზიდ მანიპულაციად“ შეაფასეს"

ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით, HRW წერს, რომ პარლამენტის მიერ შეზღუდვების დაწესება - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე - არაკონსტიტუციურია. 

"საგანგებო მდგომარეობა 23 მაისს გაუქმდა. თუმცა, წინა დღეს, კოვიდ-19-ის პანდემიის საბაბით, პარლამენტმა მთავრობას მიანიჭა უფლებამოსილება, შეეზღუდა საკუთრების, ეკონომიკური და შრომითი უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე... ადგილობრივი უფლებადამცველების თქმით, ხელისუფლებისთვის ფართო უფლებამოსილების ასეთი ფორმით, საპარლამენტო კონტროლის გარეშე, მინიჭება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა"

აქვე შეგიძლიათ ნახოთ Human Rights Watch-ის მიერ განხილული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი