ოლიგარქის სასურველი ოპოზიცია - "ენმ"-სთან ბრძოლით მოსული და წასული ივანიშვილი

გამოქვეყნდა:

12 იანვარს, ბოლო საჯარო ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილს არც გაყალებული არჩევნები, არც მიტაცებული ხელისუფლება და არც ერთპარტიული პარლამენტი არ უხსნებია. სამაგიეროდ, დიდი დრო ოპონენტების კრიტიკას დაუთმო. 

პოლიტიკურმა ვაჭრობამ რომ ამ ეტაპზე ვერ გაამართლა და დემოკარტიის ფასადის შესაქმნელად ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა, ამ რეალობას ბიძინა ივანიშვილი აღიარებს. ოლიგარქმა სასურველი ოპოზიციის შექმნაც დაანონსა. ფიქრობს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე  ახალი მესამე ძალა უნდა გამოვიდეს და მასში ნიჭიერი ახალგზარდები გაწევრიანდნენ. ვინ მიაჩნია ასეთებად, აღარ დაუკონკრეტებია. 

ოპონენტებს დღეს ოლიგარქისთვის იმის შეხსენება მოუწიათ, რომ მას მესამე ვადით ხელისუფლება მიტაცებული აქვს. ხელოვნური ოპოზიციის შექმნის ნაცვალად, ბიძინა ივანიშვილისგან ოპონენეტები ითხოვენ პროცესებზე პასუხისმგებლობა აიღოს და რიგგარეშე არჩევნები დროულად დანიშნოს. 

ვინ გაწევრიანდება ივანიშვილის დაანონსებულ მესამე ძალაში - მისი ყოფილი თანაგუნდელები არ გამორიცხავენ რომ ახალი პოლიტიკური პროექტის ლიდერად ბიძინა ივანიშვილმა მისი შვილი წარადგინოს, რაც ოლიგარქს შესაძლებლობას მისცემს ძალაუფლება მათ გადააბაროს და ხელისუფლებაში ყოფნა დაანონსებული ვადით 20/30 მდე  გაიხანგრძლივოს. 

პოლიტიკიდან მეორედ ფორმალურად წასული ბიძინა ივანიშვილი არ მალავს, რომ მისი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია. ამბობს, რომ დღემდე ებრძვის და პოლიტიკური საქმიანობის ერთერთ მთავარ მიღწევად 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებაში მის წვლილს ასახელებს. 

მთავარ ოპოზიციურ ძალასთან ბრძოლაში დაწყებულ პოლიტიკურ მოღვაწეობას ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობის დასრულებით ხურავს. თუმცა რეალობა სულ სხვაა და ეს 2020 წლის არჩევნებმაც აჩვენა. ნაციონალურმა მოძრაობამ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნება დაამარცხა. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი