ივანიშვილმა "ოცნებაში" შიდადაპირისპირება დააანონსა - ვინ როგორ გაიგო ყოფილი ლიდერის განცხადებები

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ლიდერის საბოლოო პოლიტიკური ბოიკოტის შემდეგ როსტომ მეფის სასახლეში დღეს სრული სიჩუმე იყო.

არც ივანიშვილის მემკვიდრე ირაკლი კობახიძე და არც სხვა ლიდერები სამსახურში არ მისულან. მთავარი დამფინანსებლისა და იდეოლოგის გამომშვიდობების შემდეგ პარტიაში დასვენების დღე მოიწყეს.

მილიარდერმა ლიდერმა თანაგუნდელებისთვის მობილური ტელეფონი საბოლოოდ გამორთო და დააანონსა, რომ მისივე შექმნილ პარტიას აღარც უგულშემატკივრებს. 

მეტიც, 8 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ მისივე თანამებრძოლებს დააყვედრა, რომ  ყველაფერი მისი დამსახურებაა და მისგან ყველაზე დიდი ქველმოქმედება პოლიტიკაში მოსვლა იყო.

უკვე ყოფილი ლიდერის საკუთარივე პარტიისგან საჯარო გამიჯვნის შემდეგ, ქართული ოცნების წევრებმა ბიძინა ივანიშვილის განცხადებების განმარტება საკანონმდებლო ორგანოდან დაიწყეს.

ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით დანიშნულმა საქართველოს პრეზიდენტმა კი პარტიის დამფუძნებლის წასვლაზე დუმილის უფლება გამოიყენა.

ქართული ოცნების დამფუძნებელმა  პოლიტიკური ინტრიგაც დაგვიტოვა. მთავარი იდეოლოგი, რომელიც მისივე პარტიის წევრებს კარგად იცნობს, ვარაუდობს, რომ ლიდერის გარეშე დარჩენილები ერთმანეთში საქმის გარჩევას დაიწყებენ.

ოცნების წევრები კი მათი აწ უკვე ყოფილი ლიდერის განცხადებას გაემიჯნენ და გვაჯერებდნენ რომ ქართული ოცნება უპრეცედენტო ერთიანობას შეინარჩუნებს.

რა გადანაწილებები დაიწყება მმართველ გუნდში და გადაიქცევა თუ არა გამოკვეთილი ლიდერის გარეშე დარჩენილი პარტია შიდა პოლიტიკურ ფრონტის ხაზად, სულ მალე გახდება ცნობილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი