ჯო ბაიდენის ინაუგურაციის წამყვანი ტომ ჰენქსი იქნება

გამოქვეყნდა:

Reuters-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის წამყვანი ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ტომ ჰენქსი, იქნება. ცერემონია 20 იანვარს გაიმართება. 

ინაუგურაციის ხანგრძლივობა 90 წუთი იქნება, მის სახელწოდებად კი “Celebrating America” შეირჩა. მასში მონაწილეობას მიიღებენ ჯონ ბოვი, ჯასთინ თიმბერლეიქი, დემი ლოვატო და სხვა ვარსკვლავები.

კორონავირუსის გამო, ცერემონიაზე დამსწრეთა რიცხვი მინიმუმამდეა შემცირებული. “Celebrating America” პირდაპირ ეთერში გავა ისეთ არხებზე, როგორებიცაა - CBS, ABC, CNN, NBC და MSNBC. მისი ყურება YouTube, Facebook, Twitter პლატფორმებითაც იქნება შესაძლებელი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი