ხიდაშელის შექება იმის გზავნილია, რომ ეს საქმე პირად კონტროლზე ჰყავს ივანიშვილს - მელაშვილის ადვოკატი ​

გამოქვეყნდა:

რა ინტერესი აქვს ბიძინა ივანიშვილს კარტოგრაფების საქმეში? ოლიგარქის მიერ დავით ხიდაშელის ქება-დიდების შემდეგ, იურისტები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ მილიარდელს გარეჯის საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი. არაერთი მტკიცებულების მიუხედავად ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ საგამოძიებო უწყება ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ საფუძვლიან მტკიცებულებას ვერ წარმოადგენს. თუმცა, უკვე გენერალური პროკურატურაც ვეღარ მალავს, რომ საქმეს ოლიგარქის დაკვეთით, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად კერავს.

"ბატონი ხიდაშელის შექება უფრო იმის გზავნილია, რომ ეს საქმე პირად კონტროლზე ჰყავს ბატონ ივანიშვნილს და იცის ყველა დეტალი ამ საქმის შესახებ. განსაკუთრებით მაშინ,როცა მას არანაირი ფორმალური თანამდებობა არ ეკავა სახელმწიფო ინსტიტუტებში და თითქოს მას ინფორმაციაზე, ზუსტად ისეთივე ხარისხის წვდომა უნდა ჰქონოდა, როგორც ნებისმიერ სხვა რიგით მოქალაქეს. ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც მართმსაჯულება ხორციელდება მართმსაჯულებისთვის და არა პოლიტიკური მიზნებისთვის, ამ ტიპის საქმეზე თავად ბრალდების მხარე იტყოდა უარს ბრალდების სასამართლოში წარდგენაზე. სამწუხაროდ პროკურატურას ამის გამბედაობა არ ეყო და ვერ ეყო, ის აგრძელებს ამ მანიპულაციური საქმის შესახებ სასამართლოში დავას", - ამბობს  ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გასული წლის 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი