რაც მან გაუკეთა ქვეყანას, ჭეშმარიტი გმირობაა - ივანიშვილი რუკების ჩამომტან ხიდაშელზე

გამოქვეყნდა:

დავით ხიდაშელს, რომელის მიერ მოპოვებული რუკების გამოც კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააპატიმრეს, ბიძინა ივანიშვილი ჭეშმარიტ გმირს უწოდებს.

"დავით ხიდაშელმა, რომელმაც რუკები მოიპოვა, საკუთარი კაპიტალი დახარჯა და იმის იქითაც ქვეყანას საკმაოდ ბევრს ახმარს. ეს კაცი ჩემთვის არანაკლები ქვემლოქმედია ჩემზე, არანაკლები პატრიოტი და არანაკლები დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. მის ყველა ქმედებას გმირობად ვთვლი; რაც მან გაუკეთა ქვეყანას ჭეშმარიტი გმირობაა - ჩვენს მეზობელთან კამათსაც გადაგვარჩინა და სირცხვილსაც, რომ ჩვენი კულტურის ძეგლი ლამის შუაზე იჭრებოდა ეს გააკეთა გულწრფელად, გონებით, შემართებით, რესურსებით. ჭეშმარიტი გმირი და საყვარელი ადამიანია. მე პირადად უამრავი მადლობა გადავუხადე მას და მინდა, საზოგადოებამ გაიგოს, რომ ჭეშმარიტად დიდი კაცი და პიროვნებაა", - ამბობს ოლიგარქი.

ცნობისთვის, გარეჯის საქმის რუკების მთავარი წყარო, ხიდაშელი, ჩვენებაში ამბობს, რომ მას დაუკავშირდა ნაცნობი, ბეჟან მაიუსრაძე, რომელმაც რუკების მოპოვება სთხოვა. სატელევიზიო ინტერვიუებში კი ამტკიცებს, რომ რუკების მოძიება ბიძინა ივანიშვილმა დაავალა. 

ხიდაშელი წლების განმავლობაში უმსხვილეს რუსულ კორპორაცია "სისტემას" მართავდა და მასთან ერთად მუშაობდა ვინმე მუბარაშკინიც, იურიდიული განხრით. ამ კორპორაციას რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და წამყვან თანამდებობებსაც მათი ხელდასხმული პირები იკავებენ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა ექსპერტებს სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი