
ივანიშვილმა წასვლის გადაწყვეტილება სწორედ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო მიიღო - ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ოლიგარქის პოლიტიკური განქორწინება მხოლოდ მოჩვენებითია და ის უბრალოდ პასუხისმგებლობას გაექცა, ჩრდილოვან მმართველობაზე უარს კი არასოდეს იტყვის.
პარტიის თავმჯდომარის ფორმალური წასვლის შემდეგ ოპოზიცია ისევ ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, რადგან კრიზისის მოგვარების მთავარ გზად სწორედ ოცნების ხელისუფლების წასვლას მიიჩნევს.
"ახლა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარეობიდან და პარტიიდან წავიდა, არამედ საერთოდ თქვა, რომ "ქართული ოცნების" გულშემატკივარიც კი, აღარ ვიქნებიო. მაშინ ვის ეკუთვნის ის ხმები და ვის წარმოადგენენ ის ადამიანები, ვინც იქ სხედან. ერთ მიშვნელოვანია, უნდა დაინიშნოს, რაც შეიძლება სწრაფად, ამ უმძიმეს პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად, რომ ამან დამატებით არ გააღვივოს, ისედაც უკვე რვა წლის განმავლობაში ნელნელა დამძიმებული ეკონომიკური, სოციალური კრიზისი და სხვა. იმისათვის, რომ განიმუხტოს ეს მდგომარეობა უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები", - ამბობს "ენმ"-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე.
"პირველ რიგში, რაც უნდა ითქვას ივანიშვილის ამ "წასვლაზე" - უტიფარი შეურაცხყოფა საზოგადოების, მათ შორის, პირველ რიგში მათი მომხრეების. მთელი საზოგადოების ამოცანაა, რომ ჩვენ მივაღწიოთ, რომ ამ კაცმა, რომ დაიწყო თავის დაზღვევა, მიხვდეს, რომ ეს საკმარისი არ არის და დროზე იმ ორი კაცის მეშვეობით, ვის ტელეფონსაც აიღებს გააგებინოს თავსი პოლიტიკური არარაობების და კლოუნების გუნდს, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს, პოლიტ პატიმრები გამოუშვას, საარჩევნო სისტემა შეიცვალოს", - ამბობს"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი, გიგა ბოკერია
"ჩვენი გეგმები არ იცვლება, პირიქით, ჩვენ უფრო ინტენსიურად მოვითხოვოთ, აქტიურად ვადამდელი არჩევნები იმიტომ, რომ რაც ივანიშვილმა გააკეთა ეს კიდევ უფრო ნაკლებ ლეგიტიმურობას აძლევს არჩევნებს, ხალხმა ხმა მისცა ივანიშვილს, რომელიც წავიდა და არა იმათ ვინც ზის ახლა პარლამენტში", - თქვა ერთიანი საქართველოს ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ
ოპოზიციის მოთხოვნები მოთხოვნები უცვლელია: