ხარება, ბზობა და აღდგომა - რელიგიურ დღესასწაულების აღნიშვნასთან დაკავშირებით მთავრობას და საპატრიარქოს შორის მოლაპარაკებები გრძელდება

გამოქვეყნდა:

ხარება, ბზობა და აღდგომა - მომდევნო სამი კვირა და რელიგიური დღესასწაულები ხელისუფლების მთავარ გამოწვევად იქცევა. მთავრობამ ჯერ არ იცის, რა მოხდება ტაძრებში ლიტანიობაზე, სადაც ტრადიციულად ათიათასობით ადამიანი იკრიბება.

ქვეყანაში ახლა კომენდატის საათი მოქმედებს და აკრძალვა ეხება ყველას, მათ შორის, ტაძარში მიმავალ მრევლსაც. თუ მრევლი კომენდატის საათის წესებს დაარღვევს და ღამით ტაძრებში მაინც მივა, ის პოლიციამ  3000 ლარით უნდა დააჯარიმოს, ქვეყნის პირელმა პოლიციელმა კი ჯერ არ იცის, როგორ იმოქმდებს.

აღდგომაზე ტაძარებში და ტაძრების ეზოებში ყველაზე მეტი ადამიანი იკრიბება, ეკლესიებში ხალმხმარავლობა ბზობის დღესასწაულზე, უფრო ნაკლები, თუმცა მაინც ბევრი ადამიანის მიდის ეკლესიაში ხარების დღესსასწაულზე. ეს ყველა თარიღი კი საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდს ემთხვევა.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ახლა რევერანსების  დროს არ არის, საქმე ხალხის სიცოცხელს ეხება და აკრძალვა უნდა შეეხოს ყველას, მათ შორის საპატრიარქოსაც.

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავი დაკეტილია, ცეცხლის გადმოსვლის რიტუალის დროს, აღადგომას, მხოლოდ 12 ადამიანს შეუშვებენ. წმინდა ცეცხლის წამოსასღებად ჩასულ დელეგაციებს კი თვითმფრინავში ლოდინი მოუწევთ. მსოფლიოში ყველა მართლმადიდებელი ქვეყნის სასულიერო პირები აკრძალვებს ემორჩილებიან.

საქართველოში კი საპატრიარქო დაწესებული აკრძალვების შესრულებას არ აპირებს. დღესაც კი ერთ-ერთ ტაძარში ლოცვას ათობით ადამიანი ესწრებოდა. რაც მთავრობის დადგენილებას, რომ სამ ადამიანზე მეტის შეკრება არ შეიძლება, დარღვევაა.

საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ტაძრებში ყველა მსახურება ისე ჩატარდება, როგორც აქამდე იყო. დღევანდელ რეალობაში ეს კანონდარღვევაა. არსებობს მხოლოდ 2 გზა - ან ხელისუფლებამ კომენდანტის საათი უნდა გააუქმოს, ან საგანგებო მდგომარეობის შესახებ გამოცემულ დადგენილებაში ცვლილება შეიტანოს და მხოლოდ ერთი ღამით გამონაკლისი დაუშვას.

რა მოხდება 19 აპრილის ღამით და როგორ ჩატარდება ტაძრებში ღვთისმსახურება - მთავრობასა და სამღვდელოებას შორის ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი