საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას, სიამაყეს აღძრავს - გახარია

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, გიროგი გახარია სახელმწიფო დროშის დღეს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს დროშა თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს იწვევს. 

"ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს. მასში ჩატეულია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორია, ის ღირებულებები და მისწრაფებები, რომლებსაც ყოველთვის დავიცავთ.

დარწმუნებული ვარ, შორს აღარ არის ის დრო, როცა ქართული სახელმწიფოებრიობის ეს სიმბოლო ევროპული ოჯახის წევრ სახელმწიფოთა დროშების გვერდით აღიმართება", - წერს გიორგი გახარია. 

სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა. დღესასწაული საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება. 

საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ის გერბთან და ჰიმნთან ერთად ეროვნული სიმბოლოა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი