პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისასვილი აცხადებს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და საარჩევნო სისტემის ცვლილების შემთხვევაში მარტოც რომ იყოს, პარლამენტში მაინც შევა. რას აპირებენ პოლიტიკოსები უფრო კონკრეტულად რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. ამ წუთებში კი ალეკო ელისაშვილი "გიჩის" განაყოფთან შეხვედრას მართავს.
დანარჩენ ოპოზიციაში ელისაშვილს მისივე განცხადებებს ახსენებენ გაყალბებულ არჩევნებზე და ეუბნებიან, რომ ამის გადათქმა და პარლამენტში შესვლა მისთვისვე იქნება ცუდი. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ელისაშვილის პარლამენტში ყოფნა მათ არაფერს დააკლებთ.
"ეს ნიშნავს იმას, რომ ბატონი ელისაშვილი არ არის თანმიმდევრული და პრინციპიული. იმიტომ, რომ როცა 31 ოქტომბრის არჩევნების დასრულების შემდეგ მთელმა საზოგადოებამ დაინახა რა იყო მასშტაბები გაყალბების, ბატონი ელისაშვილის შეფასებაც იყოს იგივე. ამიტომ, ეს არათანამიმდევრულობა და უპრინციპობა რაც მან გამოამჟღავნა ვფიქრობ, რომ არის პირველ რიგში დამაზიანებილი მისთვის და არა ოპოზიციური პლატფორმისთვის", - თქვა ენმ-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, ეს კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს განწყობას, რომ ელისაშვილი უფრო მეტად "ქართული ოცნების" ბანაკშია, ვიდრე ოპოზიციის.
"კონკრეტულ პარტიას და ელისაშვილს აქვს თავისი მოსაზრება, ის ხედავს გადაწყვეტის თავის გზას, ეს არის მისი არჩევანი, მისი გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში ის არ მოიაზრება ამ დიდ ოპოზიციურ ერთობაში, თუმცა რამდენად სწორია მისი გადადგმული ნაბიჯები ამას დრო გვანახებს", - ამბობს, "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი წერეთელი.
"ლელოს" წვერის, გრიგოლ გეგელიას თქმით, ის ვინც ოპოზიციურ ერთობას დააღალატებს შავი ასოებით შევა ისტორიაში.