გიგლა ბარამიძემ "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივნის თანამდებობდა და პარტია დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა.
"ძვირფასო მეგობრებო, დიდი სიყვარულით გილოცავთ ძველით ახალ წელს. ამავედროს , მსურს გაცნობოთ, რომ ჩემი მოღვაწეობის ერთი ეტაპი დასრულდა. მე დავტოვე პარტია " ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა " და გენერალური მდივნის თანამდებობა . მადლობა ჩემს კოლეგებს.ყველას გულით ვუსურვებ წარმატებებს. წინ საინტერესო დრო გველის...", წერს ბარამიძე