ტრამპიზმი არის დემოკრატიის წინააღმდეგ განხორციელებული კამპანიაა, რომელზეც ამერიკელმა ხალხმა და ამერიკამ როგორც სახელმწიფომ ცალსახად ქვა უარი. ასე აფასებენ ექსპერტები ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული კიდევ ერთი იმპიჩმენტის პროცედურას და აცხადებენ, რომ ახლა უკვე ბაიდენის ადმინისტრაციას აქვს სერიოზული გამოწვევა მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ პროცესებს მსოფლიოში.
"ტრამპის პოლიტიკური კარიერა წარმოუდგენელია და მე ვერ წარმომიდგენია, რომ ტრამპს ჰქონდეს რაღაც პოლიტიკური წარმატების შესაძლებლობა მას შემდეგ, რაც მოხდა 6-ში, მე ვფიქრობ, რომ სწორედ იქიდან განცხადებებიდან და პერსონალური გადაწყვეტილებებიდან თუ ვიმსჯელებთ, რაც ბაიდენმა და მისმა გუნდმა გააკეთა, ვფიქრობ მიმართული იქნება ერთი მხირვ შიგნით პოლარიზაციის დაძლევისკენ, მეორე მხივ კი ამერიკის ლიდერობის განმტკიცებაზე მსოფლიოში", - ამბობს საქართველოს ანალიტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე, დავით სიხარულძე.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნინი ევგენიძე ამბობს, რომ ტრამპიზმი ის ავი ქარებია, რომელიც დემოკრატიას ძლიერად უტევს არა მარტო აშშ-ში არამედ მთელ მსოფლიოში.
"მათი მხრიდან პასუხი სწორედ იმაშია, რომ მათ უნდათ შექმნან პრეცედენტი იმისა, რომ მეორეჯერ არავინ მოინდომოს მათი თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ გალაშქრება", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ სენატის სხდომა სადაც ტრამპის იმპიჩმენტზე იმსჯელებენ 19 იანვარსაა დაგეგმილი, უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს პროცესის ფორსირება მოახდინოს. 20 იანვარს კი ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდება ამერიკის 46-ე პრეზიდენტი. ცერემონიალი კაპიტოლიუმის შენობის წინ გაიმართება.