წერილი 750 ევროპარლამენტარს - არასამთავრობოები საერთაშორისო საზოგადოებას მიმართვენ

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელმა სხვადასხვა ქვეყნის დეპუტატებს მიმართვა გაუგზავნა. წერილში, რომელიც 750 ევროპარლამენტარს გაეგზავნა, საუბარია როგორ მოატყუა "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიცია და მოსახლეობა და რა პროცესები განვითარდა პარლამენტში. ეკა გიგაური ევროპარლამენტარებს სთხოვს დაინტერესდნენ ამ საკითხით.

სახელმწიფოს მიტაცების კიდევ ერთი მცდელობა საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად - ასე აფასებენ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდებას.

39-მა ორგანიზაციამ და 19-მა მოქალაქემ დღეს ერთობლივი განცხადებით "ევროპის სოციალისტურ პარტიას" მიმართეს. სამოქალქო სექტორი ამ წერილში სრულ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და აცხადებს, რომ მან საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ დაპირება დაარღვია.

"ჩვენ ვიხილეთ დადგმული პროცესი, თითქოს მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებსაც ხელი ჰქონდათ მოწერილი საპარლამენტო ინიციატივაზე (36), “აჯანყდნენ” ცვლილებების წინააღმდეგ. სინამდვილეში, ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ პროცესს თავიდანვე მართავდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს მის პარტიაში. " ნათქვამია ერთობლივ მიმართვაში

განცხადებაში სამოქალაქო საზოგადოება რისკებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მმართველი პარტიის ამ უპასუხისმგებლო ნაბიჯს პოლიტიკური პროცესი პარლამენტიდან ქუჩაში გადააქვს, რითაც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და ქვეყნის სტაბილურობას.

39 ორგანიზაცია მმართველი გუნდის პარტნიორ "ევროპის სოციალისტურ პარტიას" აფრთხილებს, არ დაუჯეროს მმართველი პარტიის წარმომადგენლების შეფასებებს, რომ ეს იყო შიდაპარტიული დემოკრატიული პროცესები.

სამოქალქო სექტორი ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, გაიაზროს ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი რომელშიც ქვეყანა შევიდა და სასწრაფოდ მოძებნოს გამოსავალი. მათივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი პარლამენტის მიერ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა.

თუ მმართველი პარტიის მხრიდან არ იქნება ადეკვატური რეაქცია, არასამთვრობოების აზრით არსებობს კრიზისის გაღრმავებისა და უკონტროლო პროცესების განვითარების რისკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი