ჯანდაცვის ტყუილი - სამინისტრომ დღეს აღარ იცის, მიიღებს თუ არა ქვეყანა "ფაიზერის" ვაქცინას

გამოქვეყნდა:

მას შემდეგ, რაც გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ჯანდაცვის უწყება ტყუილში ამხილა, ტიკარაძის სამინისტროში დღეს უკვე დაზუსტებით აღარ იციან, ექნება თუ არა ქვეყანას "ფაიზერის" ვაქცინა

საქართველო იქნება ერთერთი ქვეყანა რომლის განაცხადსაც განიხილავენ. რა თქმა უნდა გარანტირებული არაფერი არ არის, თუმცა ჩვენი განაცხადი იქნება განხილული და უკვე თებერვლის დასაწყისში გვექნება პასუხი რამდენად მივიღებთ ყველაზე ადრე "ფაიზერის" ვაქცინას" - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია

"ფაიზერს" საქართველოდან მოთხოვნა არ მიუღია, ეს ტყუილია - ამბობს გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე.

მისივე თქმით, ტყუილი იყო გავრცელებული ინფორმაცია"კოვაქსის" პლატფორმის შესახებ, რადგან კოვაქს-პლატფორმაზე არცერთი ვაქცინა არ არის ფაიზერის. 

უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით იქნება შესაძლებელი - განცხადება ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 12 იანვარს, საქართველოში, აშშ-ს ელჩთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი