თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმეს 

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, გარდაცვლილი გოგონას მამისთვის დაზარალებულის სტატუსის აღდგენას ითხოვს.

მიხეილ რამიშვილი გენერალურ პროკურატრაში საჩივარს ხვალ შეიტანს და მოითხოვს, გაუქმდეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი დაზარალებულის უფლებამონაცვლე აღარ არის და საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს.

რამიშვილის ინფორმაციით, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს სტატუსი 23 დეკემბერს, მას შემდეგ გაუუქმეს, რაც პროგრამისტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქმის წარმოება შეწყდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი