ელისაშვილი-გირჩის ალიანსი - პოლიტიკური ვაჭრობა გრძელდება

გამოქვეყნდა:

როგორ შევიდეთ პარლამენტში - გზების საძიებლად ალეკო ელისაშვილი დღეს გირჩში მივიდა.

"მოქალაქეებმა" "გირჩში" თავისი წინადადებები მიიტანეს, რის სანაცვლოდაც ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, საკანონმდებლო ორგანოში შევლენ და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგებიან. 

"გირჩმა" მათ თავისი ინიციატივა დაახვედრა, რაც ამ წინაპირობებთან ერთად, ყველა პარტიისთვის იაგო ხვიჩიას აზრით პარლამენტში მანდატების მიღების საფუძველი უნდა გახდეს.

გაყოფილი გირჩელები ფიქრობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მისი შედეგები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის განმსაზღვრელი უნდა გახდეს. 

იაგო ხვიჩია ამბობს რომ მზად არის მედიატორის როლი შეასრულოს დანარჩენ ოპოზიციასა და ოცნებას შორის. არ მალავს რომ მას აქტიური კომუნიკაცია აქვს მმართველი პარტიის წევრებთან. თუმცა ვის ხვდება აღარ აკონკრეტებს. ამტკიცებს რომ გირჩელების განაყოფს პოზიცია არ შეუცვლია და თუ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში არ შევა, მანდატების მიღებას თვითონაც არ აპირებენ.   

დანარჩენი ოპოზიცია დარწმუნებულია რომ  ელისაშვილი-გირჩის ალიანსი ოცნების თამაშს თამაშობს. მათი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ვადამდელი არჩევნების ჩატარების განმსაზღვრელად ვერ გამოდგება, ამიტომ ელისაშვილს მოქალაქეებსაც და გირჩის განაყოფსაც ურჩევენ, თუ  პარლამენტში შესვლა უნდათ ნუ წვალობენ და გადაწყვეტილება დროულად მიიღონ. 

ოცნება რომ პოლიტიკური ვაჭრობის აქტიური მონაწილეა ეს დღეს ივანიშვილის გუნდის განცხადებებიდანაც ჩანდა. ამბობენ რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გადათვილისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნას აანონსებენ და ამტკიცებენ, რომ საგაზაფხულო სესიიდან პარლამენტს რამდენიმე ოპოზიციური პარტია შეუერთდება.

როდესაც არავინ არ იცის როდის გაიმართება მეხუთე რაუნდი შუამავალი ელჩების მონაწილეობით, ოცნება ერთპარტიული პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის პოლიტიკურ ვაჭრობას განაგრძობს და ოპოზიციონერებს ვინც უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართეს, მანდატის გაუქმების კენჭისყრის პროცედურას შეგნებულად აჭიანურებს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი