ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ის რუსი ბალერინაა – ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელი

გამოქვეყნდა:

ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელი, ვლადიმერ კიხმანი, ნინო ანანიაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს.

რუსულ მედიასთან, კიხმანი ქართველ პრიმაბალერინასთან მიღწეული შეთანხმების დეტალებს ასაჯაროვებს.

"პატარა ტყუილი დიდ ტყუილს იწვევს, ასეთ სიტუაციაში, პირადად მე გაგრძელება არ შემიძლია, ჩემთვის პირველ რიგში მნიშნველოვანია ადამიანური თვისებები, შემდეგ კი პროფესიონალური. მე ნინოს ვთხოვე და შევთანხმდით იმაზე, რომ ჩემთვის პრინციპული საკითხია, რომ ის რუსი ბალერინაა, მან დიდხანს იფიქრა, ბოლოს ჩვენ ფაქტობრივად მოვილაპარაკეთ და მან დოკუმენტებს ხელი მოაწერა",  – წერს ვლადიმერ კიხმანი

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნოვოსიბირკის თეატრმა ნინო ანანიაშვილის დასის ხელმძღვანელობაზე უარი თქვა და მასთან დადებული კონტრაქტი ვადაზე ადრე, საბოლოოდ გაწყვიტა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი