უამინდობის გამო დაკეტილი ჯვრის უღელტეხილის ჩასანაცვლებლად "ოცნების" მთავრობამ მოსახლეობას საბაგიროებით გადაადგილება შესთავაზა. ტურიზმის ექსპერტებისთვის უცნაურია, რატომ არ ეხება კოვიდპანდემიასთან ბრძოლის წესები ადგილობრივ მაცხოვრებლებს და რატომ ემსახურება საბაგიროები მოსახლეობას შერჩევითად.
"ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჯდება. თუ ჩვეულებრივი მაცხოვრებელი გადაადგილდება თავისი ბარგით და ნივთებით რატომ არ შეიძლება გადაადგილდეს მოთხილამურე? დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას, მეორე ზამთრის სეზონია მთლიანად შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები", - ამბობს ცოტნე ჯაფარიძე, ტურიზმის ექსპერტი.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ამოქმედდა და შემდეგომ 1 თებერვლამდე გახანგრძილვდა შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც გაჩერდა სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.