
საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაძიის დამფუძნებელი, მთავრობის უმოქმედობაზე საუბრობს და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს. სფეროს წარმომადგენლები 31 იანვრის შემდეგ, მთის კურორტების გახსნას ელოდებოდნენ, თუმცა ხელისუფლებამ დანაპირები არ შეასრულა. ტურიზმის სფეროს ჩაკეტვის გამო, 300 ათასი ადამიანი თვეებია უმუშევრად დარჩა.
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის თქმით, მთავრობამ არასწორი პოლიტიკა გაატარა და სექტორის წარმომადგენლებმა ამ დრომდე არ იციან როდის შეძლებენ გახსნას, როდის აღდგება მიმოსვლა, როდის შემოვლენ ქვეყანაში ტურისტები.
"სქეტორი ვერ გადავარჩინეთ, ეს სიტყვები, რომ სექტორი გადავარჩინეთ, ვერავინ ვერ გადაარჩინა, სექტორი მკვდარია, ახლა იმაზე მაინც ვიმუშაოთ როგორ აღვადგინოთ სექტორი, როგორ აღვადგინოთ და როგორ გავუკეთოთ რეანიმირება ამ მკვდარ ორგანიზმს. ამ წუთში, ბაკურიანი ჩაკეტილია მაგრამ რეალობა გვაქვს სულ სხვა, ბაკურიანი არის სავსე, რა გავაკეთეთ, იყო თეთრი ეკონომიკა, გადავედით შავ ეკონომიკაზე, დავბრუნდით 90-იან წლებში", - თქვა შალვა ალავერდაშვილმა.
მისი თქმით, ისიც არ იციან პირველი თებერვლისთვის მოემზადონ, მიიღონ ჯავშნები, არ მიიღონ, როგორი იქნება გეგმა.
ხელისუფლება კი ტურიზმის სექტორს მხოლდო იმას პაუსხობს, რომ ეპიდვითარებას ელოდებიან და ეკონომიკისა და ბიზნესს სფეროს აღდგენა რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი.