თუ ამათ ჰგონიათ, ვაქცინაციას პოლიკლინიკებში ჩაატარებენ, ცდებიან - გიორგი ჩალაძე

გამოქვეყნდა:

COVID-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით,  ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ "მთავარის" ეთერში, "დღის სტუმარში" განაცხადა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ არსებობს კონკრეტულად გაწერილი გეგმა, ხოლო პრიორიტეტული ნაწილისთვის პირველ რიგში ვაქცინის ხელმისაწვდომობა მცდარი პრაქტიკაა, რაც აშშ-ის მაგალითმა დაადასტურა. 

"ამერიკელებმა აღიარეს, რომ მათი პროტოკოლი ვაქცინებთან დაკავშირებით, სწორი არ იყო: მათ მიიღეს ვაქცინები და გადაწყვიტეს, თავდაპირველად პრიორიტეტული ნაწილისთვის გაეკეთებინათ აცრა, შედეგად კი მიიღეს გადავსებული საცავები და ნაწყენი ხალხი, რომ ვაქცინა ვერ მიდიოდა მათთან. და რა გააკეთეს? გახსნეს ლოს-ანჯელესის სტადიონზე და დისნეილენდის მიწებზე ვაქცინაციის ცენტრები და გააფართოეს არეალი. ესენი თუ ფიქრობენ, რომ ამ ვაქცინაციას პოლიკლინიკებში ჩაატარებენ, ძალიან ცდებიან. გაიხსენეთ, როგორც კი სწრაფი ტესტი უფასო გახდა, უზარმაზარი რიგები დადგა, ხალხი რიგებში ინფიცირდებოდა, - აღნიშნა გიორგი ჩალაძემ "დღის სტუმარში".

შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გიორგი ჩალაძე ხელისუფლებას კოვიდპანდემიასთან და ვაქცინასთან დაკავშირებით აკრიტიკებს:

"ფაიზერს" საქართველოდან მოთხოვნა არ მიუღია, ეს ტყუილია - გიორგი ჩალაძის სკანდალური განცხადება

თბილისში, რამდენიმე მაღალჩინოსანს თუ მაღალი იერარქიის ადამიანს ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს - ჩალაძე

COVID-19-ის პირველი დღიდან ხელისუფლებამ დაიწყო ტყუილით, გვავალებდნენ, დაგვემალა ტესტებზე დადებითი პასუხები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი