თბილისში, რამდენიმე მაღალჩინოსანს თუ მაღალი იერარქიის ადამიანს ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს - ჩალაძე

გამოქვეყნდა:

გენეტიკის  ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის მტკიცებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში უკვე გაკეთებული აქვს რამდენიმე მაღალჩინოსანსა და  მაღალი იერარქიის ადამიანს.

ოფიციალური ინფორმაციით კი, კორონავირუსიის საწინააღმდეგო "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, გაზაფხულიდან შემოვა, შემოტანის ზუსტი თარიღი კი  იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი.  

"მე როგორც ვიცი, თბილისში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს თუ მაღალი იერარქიის ადამიანს. ასეთი ადამიანები არჩევანს არ აჩერებენ ჩინურ ვაქცინაზე ან იგივე, რუსულ "სპუტნიკზე", ისინი იკეთებენ საუკეთესოს მათგან, რაც მსოფლიოში, დღესდღეობით, არსებობს", - ამბობს "მთავართან" გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე.

ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა - ფაიზერს -  Covax პლატფორმასთან დადებული ხელშეკრულებით შემოიტანენ. მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 700 ათასი მოქალაქისთვის, ვაქცინის მილიონ 400 ათასი დოზაა შეძენილი და ის ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა. კორონავირუსის საწინააღმდეგოდ საქართველოში პირველად ფაიზერის, შემდეგ Astrazeneca -ს შემოტანა დაიწყება. სპეციალისტები კი  ხელისუფლების დაპირებას სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ რეალურად ჯერ კიდევ ბუნდოვანია როდის და რომელი ვაქცინის შემოტანა დაიწყება საქართველოში. 

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი