სოფელ ბუკნარში, სადაც ამ დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, შეძლებდა თუ არა მუსლიმი თემი პარასკევის ტრადიციული ლოცვითი რიტუალის შესრულებას, მუსლიმებმა ლოცვა უკვე დაიწყეს. პარალელურად, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ლოცულობს ქრისტიანი მრევლი. 

მუსლიმი თემის ლოცვას ათეულობით ადამიანი ესწრება, კორონავირუსის გავრცელების შეჩერებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები კი მხოლოდ ნაწილობრივა არის დაცული. 

 

 

 

 

 

 

 

 

შეგახსენებთ, ბუკნარში სოფლის ორ ნაწილად გაყოფილი მოსახლეობა ერთმანეთს უპირისპირდება. ისლამის მიმდევრებსა და ადგილობრივ ქრისტიანებს შორის კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, ჯერაც არაა დასრულებული. მუსლიმი მრევლის მოთხოვნაა, მიეცეთ ლოცვის უფლება, ქრისტიანი მრევლი კი ამბობს, რომ მათ ლოცვას არავინ უკრძალავს და მხოლოდ სოფელში მეჩეთის აშენებას ეწინააღმდეგებიან, თუმცა, მუსლიმი თემის განცხადებით, ისინი არც მეჩეთის, არც მინარეთის აშენებას არ ითხოვენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი