დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექოტირს, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ის ვაქცინა შემოვა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული. მისივე განცხადებით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმა 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 60%-ის აცრაზეა გათვლილი რაც ჯამში ვაქცინის შეძენის, ტრანსპორტიების, სერვისის მიწოდების თუ სხვა კომპონენტების მოცვასთან ერთად ქვეყანას 65-დან 170 მილიონამდე დაუჯდება.
"შემოვა საქართველოში ის ვაქცინა, რომელიც განთავდება კოვაქს პლატფორმაზე და კოვაქს პლატფორმაზე განთავსებულ თითოეულ ვაქცინას ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარება. [...] საქართველოში შემოვა ვაქცინა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება რეკომენდირებული", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა და ქვეყანამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის პროექტი მიიღო. ის 8 ძირითად მიმართულებას მოიცავს და განსახილველად ჯერ საკოორდინაციო საბჭოს გადაეცემა, შემდეგ კი მას მთავრობა დაამტკიცებს.