დღეს უკვე არსებობს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის დასრულებული პროექტი - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო კომისიის შეხვედრა დასრულდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, სხვადასხვა ჯგუფები თვე-ნახევრის განმავლობაში მუშაობდნენ და დღეს მათ ვაქცინაციის გეგმის დასრულებული პორექტი მიიღეს.

"დღეს არსებობს უკვე პირველი პროექტი, დასრულებული, შემიძლია გითხრათ, ამ ეროვნული გეგმის. დღევანდელ საბჭოზე მოხდა განმეორებით, დასრულებული ვერსიის წარდგენა მხოდა, იყო განხილვა, იყო წინადადებები, შენიშვნები და კონსესუსის წესით მოხდა გეგმის მიღება", - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

მისი თქმით, ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ გეგმა საკოორდინაციო საბჭოს და შემდეგ საქართველოს მთავრობას წარედგინება დასამტკიცებლად.

გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%-ზეა გათვლილი და ის 8 ძირითად მიმართულებას მოიცავს:

  • სამიზნე მოსახლეობა და მოცვის ეტაპები;
  • რა სცენარები არის სხვადასხვა ვაქცინების არსებობის პირობებში ქვეყანაში, რომელთაც სხვადასხვა რეჟიმები დასჭირდებათ, ასეთი 4 სცენარია განხილული;
  • როგორი უნდა იყოს სერვისების მიწოდება, ანუ არსებული ქსელის გამოყენება, დამატებითი სიმძლავრეების შემოტანა, მობილური ჯგუფები;
  • როგორი უნდა იყოს გვერდითი მოქმედებების აღნუსხვა;
  • კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რომ ვაქცინაცია ზოგადად და განსაკუთრებით კოვიდის პირობებში არის ერთ-ერთი მთავარი, რომ პანდემია დასრულდეს.

გამყრელიძემ განაცხადა, რომ გეგმაში თითოეული მიმართულება დეტალურადაა გაწერილი, მასი აღმსრულებელი და პასუხისმგებელი პირების მითითებით. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი