ძალიან მინდა, რომ მოსახლეობის 60% წელსვე ავცრათ, რთულია, მაგრამ შესაძლებელი - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რთულია, მაგრამ შესაძლებელია, რომ ვაქცინაციის ეროვნული გეგმით გათვალისიწნებული, 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 60% წელსვე აიცრას. მისი თქმით, ვაქცინაციის გარეშე ჩვენ კოვიდს ვერ დავამარცებთ.

"მე ძალიან მინდა, რომ მოსახლეობის 60% ავცრათ წელს, ძალიან მინდა, რთულია გეტყვით, მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად არის, ამიტომ ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ. აქ უნდა იყოს ძალიან დიდი სოლიდარობა საზოგადოებაში, უნდა როგორმე დათრგუნოთ ანივაქსერული მოძრაობა, რადგან ხაზსს ვუსვამ, ვაქცინაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია", - თქვა ამირან გამყრელიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა და ქვეყანამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის პროექტი მიიღო. ის 8 ძირითად მიმართულებას მოიცავს და განსახილველად ჯერ საკოორდინაციო საბჭოს გადაეცემა, შემდეგ კი მას მთავრობა დაამტკიცებს.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ის ვაქცინა შემოვა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი