საზ.ტრანსპორტის გახსნაზე მას შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ, რაც დადებითობის მაჩვენებელი 5%-ს ჩამოცდება - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნაზე ფიქრი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც დადებითობის მაჩვენებელი 5%-ს ჩამოცდება.

როდესაც დავინახავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იკლებს, დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 5%-ს, უკვე შეგვიძლია მაღალი საზოგადოებრივი აქტივობის საქმიანობების უსაფრთხო გახსნაზე ვისაუბროთ - ამბობს გაბუნია.

მისივე თქმით, მომდევნო ორი კვირაში გამოჩნდება, რისი გახსნის საშუალება მიეცემა ხელისუფლებას.

შეგახსენებთ, გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ, ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. 

დაწესებული შეზღუდვები ხელისუფლებამ 1 თებერვლამდე გაახანგრძლივა.

პარალელურად კი ქვეყნდება არასამთავრობოების პეტიცია, 1 თებერვლიდან, ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი