ქართული ოცნების ყრილობამდე ერთი დღით ადრე პარტიის წევრები ბოლო კონსულტაციებს პარტიის ოფისში მართავენ. ისინი ხვალინდელი ყრილობის დეტალებზე და ინფორმაციაზე, რომ გენერალური მდივნის თანამდებობა უქმდება არ საუბრობენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ "ყველაფერი ხვალ გახდება ცნობილი".
"ყველაფრის შესახებ, რაც უკავშირდება საორგანიზაციო საკითხებს და პოზიციებს, ხვალ გაიგებთ, წინმსწრებად ვერ გავაკეთებ განცხადებას" - ამბობს ანრი ოხანაშვილი.
უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობას ერთხმად დაუჭერენ მხარს - ხვალ ავირჩევთ ახალ თავმჯდომარეს, ძალიან მაგარ ბიჭს - ამბობს დეპუტატი ირაკლი ზარქუა.
ბიძინა ივანიშვილის დატოვებულ მემკვიდრეს - ირაკლი კობახიძეს თავმჯდომარედ "ოცნება" ოფიციალურად ხვალ, ყრილობაზე დაამტკიცებს.