"ოლიგარქი ტრამპის ელფერით, ამბობს რომ პოლიტიკიდან მიდის, ბევრს მისი არ სჯერა" – The Washington Post -ი ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია ოლიგარქ ივანიშვილის ანტი-დემოკრატიულ მიდრეკილებებზე, იმაზე თუ როგორ დევნიდა ის ამერიკულ კომპანიებს ქვეყნიდან, რის გამოც პარტნიორი ქვეყნის კრიტიკაც დაიმსახურა, რადგან ეს ნაბიჯები მოტივირებული იყო რუსეთთან კავშირებით.
სტატიაში ასევე განხილულია, როგორ იფუნქციონირებს ივანიშვილის "ქართული ოცნება" - ივანიშვილისვე გარეშე.
სტატიას სრულად გთავაზობთ:
ეს შთამაგონებელი ნარატივია – დიდწილად, პოსტ–საბჭოთა ქვეყნის ლიდერები მმართველობას ებღაუჭებიან ხოლმე, და იშვიათად დგამენ ნაბიჯს უკან, საკუთარი სურვილით. საგულისხმო ის არის, რომ ივანიშვილის ოპონენტებიდან, თუ რეგიონის პოლიტოლოგებთაგან, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ის ამ ნაბიჯს გადადგამდა.
ამბობენ, რომ ის სავარაუდოდ მმართველობას კულისებიდან გააგრძელებს, რა გზითაც თავს აარიდებს პასუხისმგებლობას იმ ანტი–დემოკრატიულ ნაბიჯებზე და მიდრეკილებებზე, რომელზეც ბრალი მას უფრო და უფრო ხშირად ედება.
ივანიშვილის "ქართული ოცნების" კოალიციამ, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია და პარლამენტში სკამების დაკავებაზე უარს ამბობს.
ბოლო დროს, ივანიშვილის მმართველობა აშშ–დანაც გააკრიტიკეს. ივანიშვილის, მოსკოვთან აქვს კავშირები, და ამავდროულად, იმ ქვეყანაშია, რომელსაც ნატოში შესვლის ამბიცია აქვს.
ივანიშვილის ფულზე დაფუძნებული პოლიტიკა, რეგიონის სხვა ლიდერებისასაც ჰგავს. ბოლო 12 თვის მანძილზე, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი განსაკუთრებით გააქტიურდა, რომ მისი გავლენები 2036 წლამდე გახანგრძლივდეს, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ამტკიცებდა, რომ მან აგვისტოს არჩევნები, რომელიც რეალურად გაყალბდა, მოიგო.
ეს ყველაფერი, შეიძლება შეედაროს დონალდ ტრამპსაც, რომელიც ახლაც ზრუნავს თავის პოლიტიკურ მომავალზე. ოთხშაბათს მან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სულაც არ ეხმიანება, იმ პოლიტიკურ სილას, რომელიც გააწნეს.
ორშაბათს, განდეგილმა და თვალსმოფარებულმა ივანიშვილმა, თავისი პერსონალური ფრაზებით წერილი გამოაქვეყნა სადაც ამბობს, რომ პოლიტიკიდან გადის.
"როგორც ცალკეული ინდივიდი, მე ჩემს ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდები, არჩევნებში ხმას მივცემ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ეს იქნება ჩემი სამოქალაქო გარჯა" – ამბობს ივანიშვილი.
რეგიონის ანალიტიკოსებს და ქართველ პოლიტიკოსებს, ივანიშვილის გულწრფელობის იმედი არ აქვთ. მან 2013 წელსაც დატოვა პრემიერის პოსტი და ანალოგიურად იფიცებდა, რომ პოლიტიკას განეშორა, მიუხედავად ამისა, 2018 წელს "ქართული ოცნების" უფროსად დაბრუნდა.
"არ არსებობს არანაირი დასაყრდენი, იმის დასაჯერებლად, რომ ახლა განსხვავებულად იქნება რამე, მისი საზოგადოება მართვის სადავეებში მთავარ პოზიციებზე რჩება და ვერავინ აუკრძალავს მას თავის როლში ყოფნას " – თქვა ქართველმა პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ.
ივანიშვილმა 2013 წელს, თქვა, რომ ის თავის "ოცნებას" არაოფიციალურად ფინანსურად მხარს დაუჭერდა და რჩევებსაც მისცემდა. ახლა კი ამბობს, რომ საქმე სრულიად სხვაგვარადაა და თუ მის არყოფნაში "ოცნებას" გაუჭირდა, ის არ ჩაერევა. ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით, ქართველებს განუცხადა, რომ მას ბოლოჯერ უსმენდნენ.
საქართველოში, ბოლო ათწლეულის ყველაზე მდიდარი და გავლენებით ძლიერი ივანიშვილი ცდილობდა საზოგადოების თვალს ნაკლებ მოხვედროდა, ინტერვიუებსაც და საჯარო გამოსვლებსაც ერიდებოდა.
გამოცემა "ფორბსზე" დაყრდნობით, მისი ქონება 4.8 მილიარდი დოლარია, რაც თავისი ბანკით და პოსტ–საბჭოტა რუსეთში ადრეულ 90–იანებში დააგროვა. ის 108,000 კვ.მ. -ის ფართობის შუშის კომპლექსში ცხოვრობს და მთებში ჩაფლული საქართველოს დედაქალაქს, თბილისს გადაჰყურებს. მის უზარმაზარი ხელოვნების კომპლექტში, პიკასოს და მონეს ნამუშევრები შედის.
ივანიშვილმა თქვა ისიც, რომ ის თავისი მატერიალური ქონების 90%–ს, რაც 1.5 მილიარდია, უფორმებს იმ "ქართუ ბანკის" საქველმოქმედო ფონდს, რომელიც თავადვე დააარსა 1995 წელს, საქართველოს "გაუმჯობესების" მიზნით.
"200 მილიონ დოლარს ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის ვიტოვებ, შვილები ძალიან გონიერი მყავს და ვიცი თუ დაჭირდებათ, თავისით გამოიმუშავებენ" – თქვა ივანიშვილმა
მისი პოლიტიკიდან წასვლა, სწორედ იმ დროს დაემთხვა, როცა ის მჭიდრო პოლიტიკური დაკვირვების ქვეშ იყო.
ევროპის უსაფრთხოების ჯგუფმა დაასკვნა, რომ ოქტომბრის არჩევნები აგრესიული ჩარევებით და ამომრჩეველზე ზეწოლით ჩატარდა.
გასულ 12 თვეში, 6–მა კანონმდებელმა აშშ–დან, პრემიერ გიორგი გახარიას მიმართა, რომ "ქართული ოცნება" საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას უკან ხევდა, მათ შორის მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე თავდასხმით, რომლებიც მაგალითად საარჩევნო რეფორმას ითხოვდნენ.
შემდეგ, სხვა აშშ–ის კონგრესის წევრებსა და მაიკ პომპეოს მიეწოდათ ინფორმაცია, რომ ივანიშვილი და მისი "ქართული ოცნება" საქართველოში ანტი–ამერიკულ კამპანიას ატარებდა - ქვეყნიდან აძევებდა ამერიკულ კომპანიებს", რაც ივანიშვილის რუსეთთან კავშირებით იყო მოტივირებული და ნაკარნახევი, იმის მიუხედავად რომ ივანიშვილი უარყოფს კრემლთან კავშირებს.
ივანიშვილის მთავარმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგემ, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ "ივანიშვილმა იგრძნო რომ მას ძირი გამოეთხარა და ამ რყევას გრძნობს ის თავად, რადგან ქართველების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ მან არჩევნები მოიპარა".
"ვიცი, ის გააგრძელებს კულისებს მიღმიდან მართვას, მშვენივრადაა ამას შეჩვეული, თუმცა, ამჯერად გასხვავებულად" - თქვა ასევე მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილს სააკაშვილი, "ქართული ოცნებისგან" ძებნილადაც იყო გამოცხადებული, მის არ ყოფნაში, პატიმრობა ორჯერ მიუსაჯეს. იყო ბრალდებაც, რომ ის თავისი პრეზიდენტობის დროს, ოპოზიციონერებს დაესხა თავს. – ამას თავად სააკაშვილი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ამასობაში კი, "ქართული ოცნების" კრიტიკოსები მათზე ამბობენ, რომ "ოცნებამ" ყველა შტოზე მოახერხა თითქმის სრული გავლენისა და მართვის სადავეების მოპოვება. ხოლო რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ არჩევნებში ხმების 27% მოიპოვა.
ბიძინა ივანიშვილი კი თავის გამოსამშვიდობებელ წერილში წერდა, რომ ის წუხდა, საქართველოში კონსტრუქციული ოპოზიციის ვერ ჩამოყალიბების გამო.
"პარლამენტში ერთი ძალა დომინირებს, ოპოზიცია თითქმის არ არსებობს, რაც არაჯანსაღია. თუმცა, ამ ერთმა ძალამ, არჩევნებში ხმების 48% მოიპოვა, არ ვთვლი რომ ეს ევროპული ერებისთვის ტრაგედიაა" –ფიქრობს ივანიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა "ქართული ოცნება" 42 წლის, ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს გადააბარა, მაინც ბუნდოვანია, როგორ იარსებებს პარტია, ივანიშვილის გარეშე.
საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ, რომელმაც საარჩევნოდ გაყალბება და დარღვევები გამოავლინა, თქვა, რომ " ბიძინა ივანიშვილი არის "ქართული ოცნება" და "ქართული ოცნება" არის ბიძინა ივანიშვილი".
თავად ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ის გულით პოლიტიკოსი არ არის და ეს "პენსიაზე გასვლა" დაიმსახურა კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ არავის სჯერა მისი.
"ჩემი პოლიტიკაში მოსვლა საჭიროება იყო, მიყვარს ჩაკეტილი ცხოვრება და სრულიად გახარებული ვარ, რომ პოლიტიკიდან მივდივარ. მიხარია ისიც, რომ ვიყავი ისეთ პოზიციაში, საიდანაც ჩემს ერში ცვლილებების შეტანა შემეძლო, რაც მე აქ ვარ, საქართველო უნიკალური ერი გახდა და ამით ვარ კმაყოფილი" – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.