ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ბიზნესის კეთება - ასეთი მოწოდებით გამოდის სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი და საქართველოს ხელისუფლებას ურთულესი ვითარებიდან სხვადასხვა გეგმების განხილვას სთავაზობს.
ალავერდაშვილი ამბობს რომ ქვეყანაში ტურიზმი მოკვდა და ახლა საჭიროა ამ სფეროს თავიდან გაცოცხლება - ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ, ტურიზმი უნდა აღვადგინოთ - ამბობს ალავერდაშვილი.
მოდით, ნოუ ჰაუ გავაკეთოთ საქართველოში და კოვიდგადატანილი, ან კოვიდაცრილი ხალხი ჩამოვიყვანოთ საქართველოში. ხო არის ყველა ექიმის მოწოდება, რომ მინიმუმ 6 თვიდან 2 წლამდე არაფერი ემართება ამ ხალხს. ჩვენ სამეზობლოში, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ყაზახეთი... მარტო ჩვენი ტრადიციული ბაზრებიდან რომ შემოვიყვანოთ ხალხი ეს ხო წაგვწევს წინ? - ამბობს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი.
შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ ტურიზმს გასაცოცხლებლად კონკრეტული და გაწერილი გეგმა სჭირდება.
"დღის სტუმარში" საუბრისას ალავერდაშვილმა მაგალითისთვის თურქეთი და დუბაი მოიყვანა, რომლებმაც კოვიდრეგულაციების სრული დაცვით სფეროს გადარჩენა შეძლეს. საუბარია 72 საათიან PCR ტესტზე, რომელიც ქვეყანაშ შესულ ტურისტს უტარდება ტესტირების შემდგ ის 24 საათით სასტუმროში გადაჰყავთ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილება შეუძლია.