
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულკიანი ამბობს, რომ სამუშაოს შესრულებაში ხელს არ უშლის ის ფაქტი, რომ პარლამენტი ერთპარტიულია. მისივე თქმით, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა "მათ პოლიტიკური ასპარეზი" არ ექნებათ.
"ბევრი ადამიანი დაიღალა იმის მოსმენით, რომ შევალ, არ შევალ, მოდი შემოდი და ა.შ. მე არავითარ შემთხვევაში ხელს არ მიშლის მუშაობაში ის, რომ ყველა ოპოზიციონერი, ვინც დეპუტატი გახდა, პარლამენტში არ ბრძანდება. თუ ისინი პარლამენტში არ შევლენ, რა თქმა უნდა მათ პოლიტიკური ასპარეზი არ ექნებათ, იმიტომ, რომ დღევანდელ საქართველოში პოლიტიკური ასპარეზი ქუჩა აღარ არის დიდი ხანია", - თქვა წულუკიანმა
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგეგებს არ აღიარებს და პარლმენტში შესვლაზე უარს ამბობს. მათი მოთხოვნები უცვლელია: