გურჯაანში, სამი ადამიანის დაჭრის საქმეზე, შსს-მ 1 ადამიანი დააკავა.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1970 წელს დაბადებული გ.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის იარაღი - დანა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების გამო ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა სამ პირს და მიიმალა. სამივე დაშავებული გადაყვანილი არიან კლინიკაში და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე ერთ-ერთ ფერმაში დააკავეს - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
გამოძიება 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს და დანაშაული 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.