
"ქართული ოცნება" დღეს, 16 იანვარს ყრილობას გამართავს, სადაც პარტიის თავმჯდომარეს აირჩევს. ამ პოსტზე პარტიამ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დაასახელა. გუნდში ამბობენ, რომ მას ერთხმად დაუჭერენ მხარს, თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაცია შიდა დაპირისპირებების თაობაზეც.
თავმჯდომარის არჩევასთან ერთად დღესვე პარტია პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობასაც დაასახელებს და აღმასრულებელ მდივნად კობახიძის შემცვლელს დაასხელებს. პოლიტიკურმა საბჭომ, ასევე, დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების ოცდაერთკაციანი სია.
უკვე გადამდგარი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი "ექსპო ჯორჯიაში" გამართულ ღონისძიებას, სავარაუდოდ, ტელევიზიით მიადევნებს თვალს.
დღესვე გაირკვევა უქმდება თუ არა გენერალური მდივნის თანამდებობა და თუ არა, დარჩება თუ არა ამ პოსტზე ისევ თბილისის მერი, კახი კალაძე.