ახალი თავმჯდომარე, გაზრდილი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა - "ოცნება" ყრილობისთვის ემზადება

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მეექვსე ყრილობა რამდენიმე საათში დაიწყება. დღეს პარტია ბიძინა ივანიშვილის შემცვლელად, პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ოფიციალურად აირჩევს. დღესვე უნდა გაირკვეს დარჩება თუ არა დედაქალაქის მერი, კახი კალაძე გენერალური მდივნის თანამდებობაზე. ყრილობაზე დამტკიცდება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც.

"ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო სივრცე 400 დელეგატიანი ყრილობის მისაღებად თითქმის უკვე მზადაა. "მთავარის ინფორმაციით" პოლიტ საბჭოს ახალი წევრები იქნებიან:

  • კახა კუჭავა - პარლამენტის ვიცე სპიკერი 
  • ნიკოლოზ სამხარაძე - საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე 
  • მაკა ბოჭორიშვილი - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
  • შალვა პაპუაშვილი - პარტიის წევრი
  • თეა წულუკიანი - განათლების კომიტეტის თავმჯდომარე
  • ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი
  • ლაშა ნაცვლიშვილი - პარტიის მთავარი იდეოლოგი.

დღევადელ ყრილობას არ დაესწრება ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი. 

"ინტრიგა არ ვიცი, ჩვენი კანდიდატი დასახელებული იყო რამდენიმე დღის წინ რომელსაც დღეს მხარს დაუჭერს უმრავლესობა დელეგატების, იცით რომ 400-მდე დელეგატია მოწვეული, ასევე, იცით, რომ პოლიტსაბჭოს წვერთა რაოდენობა გაზრდილია 15-დან 21-მდე, აქაც სახეები დაფიქსირებულია, კახი კალაძე თავის პოზიციაზეა, პრემიერმინისტრი არის გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის თავმჯდომარედ დღეს იქნება შერჩეული ირაკლი კობახიძე, ეს არის და ეს", - თქვა ირაკლი ზარქუამ. 

მისი თქმით, არანაირი დაპირისპირება გუნდში არ არის. მან ასევე განაცხადა, რომ პარტიაში იქმნება ახალი თანამდებობა, თავმჯდომარის მოადგილის პოსტი.

"ბევრია სიმართლე რასაც თქვენ უკვე აქვეყნებთ, ტრადიცია არ დავარღვიოთ და შევინარჩუნოთ ეს პრივილეგია, თავმჯდომარისათვის, რომელიც გააკეთებს შესაბამის განცხადებას", - თქვა გია ვოლკსიმ. 

პარტიის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით ეს ყრილობა პარტიისთვის საეტაპოა, მან ირაკლი კობახიძე ამ პოსტზე "განსაკუთრებულად კარგ კანდიდატად" შეაფასა და არჩევნებში გამარჯვების მოპოვებაც "დიდწილად" მას დაუკავშირა.

"საეტაპო ყრილობასაა საერთო ჯამში ქართული ოცნებისთვის [...] ბიძინა ივანიშვილის წასვლა პარტიიდან და პოლიტიკიდან, რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორც ქართული პოლიტიკისთვის, ისე ქართული ოცნებისთვის და რა თქმა უნდა, ახლა არის სწორედ ის ეტაპი როცა ქართულმა ოცნებამ სრული მასშტაბით უნდა აჩვენოს გუნდურობა", - თქვა მან.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილის ფორმალურად წასვლის შემდეგ პარტიაში გავლენებისთვის ბრძოლა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი