"ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონ პოსტის მიერ გამოქვეყნებული კრიტიკული სტატია, სადაც ბიძინა ივანიშვილს "ტრამპის ელფერის" მქონდე ოლიგარქს უწოდებენ გამომცემლობის პოლიტიკური პოზიციიდანაა დაწერილი და გავლენიანი ამერიკული გამოცემა პოლიტიკურად მიკერძოებულია.
"მოყირჭებული თემაა უკვე. პოლიტიკური პოზიცია გააჩნია მედია საშუალებებს - ვაშინგტონ პოსტს, ნიუ იორკ თაიმსს, სხვადასხვა ევროპულ თუ ამერიკულ გამოცემებს და თავისი პოლიტიკური პოზიციიდან, პოლიტიკური პლატფორმიდან აკეთებენ განცხადებებს და სტატიებსაც ხშირ შემთხვევაში", - ამბობს გია ვოლსკი, "ოცნების" პარლამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ სტატია სათაურით "ოლიგარქი ტრამპის ელფერით, ამბობს რომ პოლიტიკიდან მიდის, ბევრს მისი არ სჯერა" – The Washington Post - მა გუშინ გამოაქვეყნა. სტატია სრულად იხილეთ აქ.