
"ქათული ოცნების" გენერალური მდივნის, კახი კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშილის შემდეგ იმ საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავება, რასაც პარტიის თავმჯდომარეობა ნიშნავს "ძალიან რთული" იქნება, თუმცა კობახიძეს ამის ძალა შესწევს.
"ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც დღეიდან ჩემი დიდი ხნის თანამერბძოლი, მეგობარი და ნამდვილად კეთილშობილი ადამიანი, ირაკლი კობახიძე უხელმძღავნელებს. მას რა თქმა უნდა, ამის ძალა შესწევს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის პოლიტიკური ლიდერის, შემდეგ ძალიან რთულია ამ საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავება", - თქვა კახი კალაძემ.
კახი კალაძემ საკუთარ პარტიას "ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული არაჩვეულებრივი გუნდი" უწოდა და კობახიძეს თავმჯდომარედ წარდგენა მიულოცა.