პირნათელი და ვალმოხდილი ტოვებს პოლიტიკას - კალაძე ივანიშვილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მეექვსე ყრილობაზე თბილისის მერმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა შესავალ სიტყვაში ბიძინა ივანიშვილს "ოცნების" იდეის სულისჩამდგმელი უწოდა და თქვა, რომ ოლიგარქი პარტიას ამაყი ტოვებს. 

"ახლა როდესაც, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გარანტირებულია, ბიძინა ივანიშვილი პირნათელი და ვალმოხდილი ტოვებს პოლიტიკას. რასაკვირველია, ეს რაღაც ახლის და მნიშვნელოვანის დასაწყისია, როგორც მაშინ, როდესაც ყველამ ამ ქვეყნის მოქალაქეებს მთავარი ღირებულება - თავისუფლება დავუბრუნეთ", - ამბობს კახი კალაძე.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პარტია რამდენიმე დღის წინ დატოვა, ოლიგარქის პოსტზე კი "ოცნებამ" დღეს ირაკლი კობახიძე აირჩია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი