ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მადლობით, მადლობით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ახალარჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლა ძველი თამჯდომარის მადლობით დაწიყო. მან ბიძინა ივანიშვილზე თქვა, რომ ქვეყნისთვის დღემდე მშვიდობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების გარანტი იყო.

"ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მადლობით, მალდობით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩაუყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას და ხალს მშვიდობა, თავსიუფლება და უსაფრთხოება მოუტანა. დღემდე ის იყო თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მშვიდობის მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

კობახიძის თქმით, ივანიშვილის წასვლა გუნდიდად დიდ გამოწვევას წარმოადგენს და ამ გამოწვევაზე პასუხი სიმტკიცე, ერთიანობა და კიდევ უფრო მეტი თავდადება და შემართება უნდა იყოს ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოთ. 

კობახიძემ ივანიშვილს მადლობა გადაუხადა პირადად მისთვსი 2014 წლიდან გამოცხადებული ნდობისთვის.

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი