კასპში, ექვსსაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დაკავებული ყოფილი პოლიციელი, 3 საათია, გამოკითხვაზეა

გამოქვეყნდა:

კასპში სპეცოპერაციისას დაკავებული ახალგაზრდა კაცი, რომელსაც გამოძიება მძევლების აყვანას ედავება ყოფილი პოლიციელი გიორგი მენაბდიშივლია. 

ამ დროისთვის, დაკავებული კასპის მთავარ სამმართველოში იმყოფება, მას სამართალდამცავები სამ საათზე მეტია, კითხავენ. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ამავე შენობაში იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებიც მენაბდიშვილმა, კასპის გარე უბანში მდებარე საამქროში, მძევლებად აიყვანა. 

ჩვენივე ინფორმაციით, ყოფილ პოლიციელს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ემუქრებოდნენ, რის შემდეგაც მან ორი პირი მძევლებად აიყვანა. მისი თქმით, ხელისუფლებასთან დაახლოებული კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირები ემუქრებოდნენ, დავა კი ბიზნეს-წილებს ეხებოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, თავდამსხმელი შსს-სგან მანქანას ითხოვდა, რომლითაც იგი საქართველოს ტერიტორიის დატოვებას და რუსეთის მიმართულებით გადაადგილებას აპირებდა. 

დაკავებულის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა მომხდარის შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგეს. 

გიორგი მენაბდიშვილმა სისტემა 2 წლის წინ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულის მიმართ მუქარაზე მისივე საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაწყებულია.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი