შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კასპში სპეცოპერაციისაs დაკავებული 30 წლის მამაკაცი გიორგი მენაბდიშვილია.
გავრცელბული ინფორმაციით, მამაკაცს ორი პირი კასპის გარეუბანში მდგარ საამქროში მძევლად ჰყავდა აყვანილი.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, თავდამსხმელი შსს-სგან მანქანას ითხოვდა, რომლითაც იგი საქართველოს ტერიტორიის დატოვებას და რუსეთის მიმართულებით გადაადგილებას აპირებდა.
"აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას რუსეთის მიმართულებით", - ამბობს ვლადიმერ ბორცვაძე.
ამასთან, ბორცვაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ, შეიარაღებულმა პირმა შსს-ს განცხადებით მიმართა, რომელშიც მის მიმართ მუქარაზე საუბრობდა.
"იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მან 2018 წელს დატოვა პოლიციის რიგები. მას გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა კონკრეტულ მოქალაქეებთან მიმართებაში... გამოძიება დაწყებულია მისი განცხადების საფუძველზე... ემუქრებოდნენ თუ არა, ესეც გამოძიების საგანია", - ამბობს ვლადიმერ ბორცვაძე.
სპეცოპერაცია კასპის გარეუბანში 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ დროისთვის ყველა მძევალი თავისუფალი, ხოლო თავდამსხმელი დაკავებულია.