დღეს, ნამოხვანისჰესის წინააღმდეგ კიდევ ერთი აქცია გაიმართა სოფელ ჟონეთში.

აქციის მონაწილეების თქმით, მთავარ მოთხოვნასთან დაკავშირებით მათ ამ დრომდე არ აქვთ არც ხელისუფლების და არც ჰესის მშენებელი კომპანიის პასუხი. ჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტი 83 - ე დღეა გრძელდება და ისინი გაჩერებას არ აპირებენ.

"83 დღეა ვათევთ ღამეებს, ამ რთულ კლიმატურ პირობებში და ხელისუფლების მხრიდან არ გამოსულა არავინ და ჩვენთვის იმ ლეგიტიმურ კითხვებზე, რომლესაც ჩვენ ვსვავთ პასუხი არ გაუციათ. საპასუხოდ ვხედავთ იმას, რომ კომპანია კრებს თვითონ, ვიღაც მხარდამჭერებს, თავისას იმ ხალხის, ვინც დასაქმებულია ამ კომპანიაში და უნდათ წარმოაჩინონ ისე თითქოს მოსახლეობა ითხოვს ჰესის მშენებლობას", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე

 ჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტი 83 -ე დღეა გრძელდება და მათივე თქმით, გაჩერებას არ აპირებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი