
"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" წევრი, გედევან ფოფხაძე "ოცნებაში" ყოფნის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ პარტიაში ივანიშვილი არ იდგა იმ ადამიანებს მხარეს, ვინც ხალხის ინტერესებს ითვალისწინებდა და შედეგ ისინი ოლიგარქის მხრიდან დაპირისპირების სამიზნეები აღმოჩნდნენ. მან ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" ისაუბრა.
"ზუსტად იმიტომ მობრუნდა ბიძინა ივანიშვილი, როცა მობრუნდა, რომ მხარი დაეჭირა იმ გუნდისთვის, რომელიც ამბობდა, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბერი არის ივანიშვილის და ჩავეჩოჩებინეთ ის ადამიანები, რომლებიც ვამბოდით, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბერი არის ხალხის. ეს იყო ძირითადი კონფლიქტი. ხალხს ართმევდნენ გამარჯვებას, რომელიც იყო ხალხის და შესაბამისად ყველა ის ვალდებულება, რომელიც აიღო ქვეყანამ: სასამართლო რეფორმასთან, სოციალურ რეფორმებთან, ხალხზე ზრუნვას მთელი დემოკრატიული პროცესი, რაც ხალხს დაპირდნენ, ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის თვალსაზრისით და კეთილდღეობის და თავისუფალი ბიზნესის თვალსაზრისით ეს ყველაფერი რომ მთავრდებოდა სწორედ ეს იყო კონფლიქტი.
და ვინც დავიკავეთ ხალხის მხარე და ვთქვით, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბერი უნდა დავუტოვოთ მის შემოქმედს, ქართველ ხალხს, ისინი გავხდით მერე დაპირისპირების ობიექტი, ივანიშივილისა და მისი ნეოკომკავშირლების მხრიდან", - ამბობს გედევან ფოფხაძე
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, 11 იანვარს, განაცხადა, რომ "ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან ისევ მიდის. ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა