
"ევროპული საქართველოს წევრი", არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ ამ ავტორიტარული რეჟიმით, რაც ქვეყანაშია 2024 წელს არა ევროკავშირის "კარზე", არამედ "ევრაზიული კავშირის" კარზე დავაკაკუნებთ. ის ამ წინადადებით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და ამის შესახებ "მთავარ დებატებში" ისაუბრა.
"მე სულ ფუჭად მეჩვენება განაცხადი დღეს, რომ კობახიძემ ყრილობაზე გააკეთა, რომ 2024 წელს ჩვენ მივუკაკუნეთ ევროპის კავშირს, ანუ ვიტყვით, რომ ვაპირებთ ევროპის კავშირის წევრობასო. მე ვშიშობ, თუ ასე წავედით, ავტორიტარიზმის ამ გზით და არაფერი შეიცვალა 2024 წლამდე, ჩვენ მივაკაკუნებთ ევრაზიული კავშირის კარებზე, აი ეს ვიცი ზუსტად... ევროკავშირში ასეთ საქართველოს არავინ არ მიიღებს", - თქვა არმაზ ახვლედიანმა
აქვე, დღე, 16 იანვარს "ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
ამავე თემაზე:
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, 11 იანვარს, განაცხადა, რომ "ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან ისევ მიდის. ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა