თუ გვინდა გამარგინალება, ყველანი, ფეხაწყობილად უნდა შევიდეთ პარლამენტში - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, "მთავარ დებატებში" საუბრისას განაცხადა, რომ ადრინდელი სიტუაციისგან განსხვავებით, როცა ქუჩაში დარჩენა ოპოზიციის გამარგინალებას ნიშნავდა, ახლა პირიქითაა და პარლამენტში შესვლა გახდა მარგინალიზების წინაპირობა. 

"ადრე პირიქით იყო, ქუჩაში დარჩენა ოპოზიციისთვის გამარგინალებას ნიშნავდა, ახლა კი, თუ ჩვენ გვინდა გამარგინალება, ყველანი ერთად, ფეხაწყობილნი, უნდა შევიდეთ პარლამენტში და ტალანებში მოვინახულოთ ბატონი ფრიდონ ინჯია და სხვები - ეს არ უნდა ვაკადროთ ჩვენიო ქვეყნის მომავალს და ვიბრძოლოთ ყველა სხვა, კონსტიტუციური საშუალებით, რომლებიც უამრავია", - განაცხადა "მთავარ დებატებში" ნიკა მელიამ. 

შეგახსენებთ, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბების გამო აპროტესტებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, თუმცა, ამ დროისთვის პარლამენტში, "ქართულ ოცნებასთან" ერთად, "პატრიოტთა ალიანსს" გამოყოფილი ოთხი წევრი შევიდა, თუმცა, ამის მიუხედავად, საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს "ერთპარტიულ პარლამენტად" მოიხსენიებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი