შეგიძლიათ "ტვიქსი" იყიდოთ პარლამენტის ბუფეტში, მიირთვათ და თავი დაგვანებოთ - თაკო ჩარკვიანი ლევან იოსელიანს

გამოქვეყნდა:

"სტერატეგია აღმაშენებლის" წევრმა, თაკო ჩარკვიანმა "მოქალაქეების" თავმჯდომარეს, ლევან იოსელიანს მიართა და უთხრა, რომ თუ პარლამენტში შევლენ, უფუნქციოები იქნებიან.  გადაცემაში "მთავარი დებატები" თაკო ჩარკვიანმა ლევან იოსელიანსა და ალეკო ელისაშვილს "ტვიქსის" ყიდვა და გაყოფა ურჩია. 

"რაც შეეხება ლევანს და ალეკოს მართლა გულწრფელად ვამბობ, ბიჭებო, მართლა მენანებით, უკვე ცუდად გამოიყურებით ეკრანზე, მერწმუნეთ მე დავბერდი ტელევიზიაში. გეტყვით ერთ რამეს, თქვენ იქ კანონებს ვერ მიიღებთ, თავად კარგად თქვით. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ "ბუფეტს" მიაკითხოთ პარლამენტში, შოკოლადი "ტვიქსი" იყიდოთ, გაიყოთ, პარლამენტში, მიირთვათ და დაგვანებოთ თავი ბრძოლაში იმიტომ, რომ ქვეყანა არის გადასარჩენი და თქვენი რაღაც კორუფციული მამაძაღლობისთვის არ გვცალია... თქვენ ანგრევთ ოპოზიციის მონაპოვარს, არ მოგცემთ ამის უფლებას", - ამბობს თაკო ჩარკვიანი 

ჩარკვიანის თქმითვე, ახლა ერთადერთი გამოსავალია პარლამენტში არშესვლა.  

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგეგებს არ აღიარებს და მათი უმრავლესობა პარლმენტში შესვლაზე უარს ამბობს. მათი მოთხოვნები უცვლელია: 

  • ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
  •  ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობის დანიშვნა;
  • პოლიტ პატიმრების გათავისუფლება.
ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი