ივანიშვილის სურვილია, დაიმალოს, არ გამიკვირდება, ისე მოინდომოს გაქრობა, სახის ოპერაციაც გაიკეთოს - ჩხეიძე 

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს სურვილი, რომ დაიმალოს. მისივე თქმით, მას არ გაუკვირდება, ამისთვის ოლიგარქმა სახის ოპერაციაც, რომ გაიკეთოს.  

"ივანიშვილის მცდელობები, როგორიც არ უნდა იყოს, სურვილები აქვს, რაღა თქმა უნდა, რომ დაიმალოს. მე არ გამიკვირდება, მოინდომოს ისე გაქრობა, რომ სახის ოპერაციაც გაიკეთოს, ძალიან რომ არ უყვარდეს თავისი თავი და მერე გვაძებნინოს ჩვენ, სად არის ივანიშვილიო.

არავის აღარ უნდა ახსოვდეს ივანიშვილი, თუმცა, მისი არსებობა უნდა იცოდეს იმ რამდენიმე ადამიანმა, რომელზეც გავლენას მოახდენს. 

თუმცა, ასე ნამდვილად ვეღარ გაგრძელდება და ვერ გაგრძელდება სწორედ იმის გამო, რომ ქვეყანა უკან-უკან მიდის... მათი რეფორმები არის ქვეყნის უკან სვლა, რასაც ამ რვა წელიწადის განმავლოაბაში ვხედავთ", - თქვა ნატო ჩხეიძემ 

ნატო ჩხეიძეს თქმით, ივანიშვილის წასვლა იყო გაქცევა და პირველი წასვლისგან განსხვავებით, ის უფრო ბევრ საფრთხეს გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, 11 იანვარს, განაცხადა, რომ "ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან ისევ მიდის. ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი