ვაჟა სირაძის მამა იუბილეს აღნიშნავს - 30-მდე ადამიანი ერთ ოთახში, პანდემიის პირობებში, პირბადის გარეშე

გამოქვეყნდა:

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის მამამ, შოთა სირაძემ იუბილე კოვიდრეგულაციების სრული იგნორირებით გადაიხადა.

წვეულება მან საკუთარ სახლში მოაწყო და სავარაუდოდ, ოცდაათამდე სტუმარი დაპატიჟა. "მთავარი არხისთვის" ანონიმურად გამოგზავნილ ვიდეოში სწორედ სირაძეების ოჯახური დღესასწაულია ასახული. 

ვიდეოში ჩანს ერთ ოთახში შეკრებილი ათეულობით ადამიანი, რომლებიც არ იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს კოვიდპანდემიის პირობებში: კერძოდ, არ არის დაცული ორმეტრიანი დისტანცია, ამავე დროს, დახურულ სივრცეში მყოფ ადამიანებს არ აქვთ პირბადე. 

შეგახსენებთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რომელიც 16 იანვარს უნდა მოხსნილიყო, მთავრობამ სრულად გაახანგრძლივა 1 თებერვლამდე.  ფაქტობრივი "ლოქდაუნი" კი ქვეყანაში 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი