დღეს COVID-19-ით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 17 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 933 გახდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში დამატებით 780 ადამიანი ინფიცირდა; 1 608 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 247 805
  • გამოჯანმრთელებულია - 232 993 
  • გარდაცვლილია -  2 933 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 9 083, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 4 796, PCR ტესტით - 4 287
  • კარანტინის რეჟიმში - 472
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 659
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 649

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 94 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 67 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2 მილიონზე მეტი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი