კორონავირუსით 2 მილიონზე მეტი გარდაიცვალა - მონაცემები WHO-ს სექტემბრის პროგნოზს ემთხვევა

გამოქვეყნდა:

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა - მონაცემებს worldometers.info ავრცელებს. 

27 სექტემბერს კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღუპული ინფიცირებულების რაოდენობა 2 მილიონს მიაღწევდა, რასაც ჯანმო "სამწუხარო, მაგრამ მოსალოდნელ რეალობად" აფასებდა. 

5 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა: 

  1. აშშ - 401 856
  2. ბრაზილი - 208 291
  3. ინდოეთი - 152 130
  4. მექსიკა - 139 022
  5. გაერთიანებული სამეფო - 87 295

თუ მონაცემებს მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით დავითვლით, ამ მხრივ საქართველო 39-ე ადგილზეა, სადაც ჯამში 2 893 ადამიანი დაიღუპა, მილიონიდან - 726.

აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოში COVID-19-ით თითქმის 95 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 67 346 640 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი