ზუგდიდში 37 წლის ვალერი ვარდანიას მოკვლისა მიზეზი, გავრცელებული ინფორმაციით, პირადი კონფლიქტი და SMS გზავნილები გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბრალდებული 22 წლის რუსტამ ფილიაა, რომელმაც მკვლლეობის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, ბინა დაწვა. მასთან ერთად დაკავებულია ქალიც, რომელიც დაპირისპირების ფიგურანტად სახელდება.
საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე არ დასრულებულა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ცივი იარაღი და ტანსაცმელი.
"როგორც კი ვალერი გარდაიცვალა, მკვლელმა ამ ბინაში [ქალის] მოიწესრიგა თავი, დაიბანა, დაივარცხნა", - ამბობს მეზობელი.
"მთავარის" ინფორმაციით, ვარდანიასთან ანგარიშსწორების მიზნით ფილია სოხუმიდან შემოვიდა ზუგდიდში, მკვლელობის შემდეგ კი ისევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებდა მიმალვას.
შსს-ს განცხადება და მეზობლების კომენტარები მომხდართან დაკავშირებით შეგიძლიათ ნახოთ აქ.